02:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 15:23:09, 696 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახლად მოვლენილ მრჩევლებთან - ნეჯმეთინ აქჩასა და ნეჯმი ინჯესთან შეხვედრა გამართა. - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა მრჩევლებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობით მხარეთა შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შეხვედრის მონაწილეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics