11:58 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 11:59:16, 743 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის

ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის. - ამის შესახებ  მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, პენიტენციური სამსახური სუს-ის ტექსტს იმეორებს.

 

"როდემდე უნდა გამოიყენოს პენიტენციურია სამსახურმა სუს-ის ბოდვა არგუმენტად. ამ "საქმეზე" გამოძიება დაწყებულია 1 თვეზე მეტია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია. არც ერთი რეალური, ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. და ვერც ვნახავთ. ეს გამოძიება ზუსტად ამიტომ დაიწყეს - ჯერ ერთი, ეს იყო წინააარჩევნო კამპანიის ნაწილი, ახლა კი კარგად გამოიყენეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არმიყვანის "გასაპრავებლად". ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შორის საკუთარ სასამართლო პროცესებში არ მიაღებინონ მონაწილეობა, რაც არის წარმოუდგენელი რამ". - აცხადებს ადვოკატი. ​

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ პიჯაკების საქმეზე იმართება.  თუმცა პენიტენციურის ცნობით ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს კვლავ ვერ დაესწრება. მიზეზად პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ეტაპირების დროს ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გზების ბლოკირებას ასახელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთი ირანთან ომში ჩაერთო
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics