19:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 15:43:13, 934 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მე ისიც მაძლევს, რომ დღეს ის კარგად არის. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კარგად იქნება, ესე იგი სხვა რაღაცაშია საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“  ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი იმ პარტიის ლიდერია, რომელის დროსაც  ადამიანები  კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებსა და კაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მე ისიც მაძლევს, რომ დღეს ის კარგად არის. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კარგად იქნება, ესე იგი სხვა რაღაცაშია საქმე. რაც შეეხება ლექსიკას, მეორე მხრიდან მოდის ზიზღისა და სიძულვილის ენა, ტყუილები, ყოველდღიური ამორალური „ფეიკები“, ხოლო თქვენ მოგვიწოდებთ, რომ სიყვარულით ვილაპარაკოთ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე. ადამიანები მაშინ კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებსა და კაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით, ეს კადრები ხომ ყველას ნანახი აქვს? ახლა მოგვიწოდებთ, რომ პატივისცემით ვილაპარაკოთ ამის შემოქმედებზე? ასე არ გამოვა, მაგრამ ვილაპარაკებთ სიმართლეს და გთხოვთ, ნუ იკადრებთ და ამას პირიქით ნუ შეატრიალებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics