03:43 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 14:04:34, 586 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას. შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი წვლილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან მოკავშირეებისთვის ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფაში.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ხავიერ კოლომინამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე თავისი წინამორბედი ჯეიმს აპატურაი შეცვალა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics