19:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 11:52:20, 1324 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში მიმდინარეობს.

მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც არიან ჩართულნი. მოქალაქეებს „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

სოფელ რაჭისუბანში, მარათონის მიმდინარეობის პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ  მარათონის დაწყებამდე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დახმარებით, დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics