|
2021-10-17 11:13:45, 764 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის 25-ე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის რიგით 25-ე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას, რომელიც ესპანეთის ქალაქ პალმაში გაიმართა, ევროპის 100-მდე დელეგატი ესწრებოდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა მარტვილის კანიონის მართვის წარმატებული მოდელის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში, 2019 წელს, მარტვილის კანიონს „ევროპის საბჭოს ლანდშაფტის ჯილდო“ მიენიჭა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, მათ შორის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის. დაცული ტერიტორიების სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან, რომლის ფარგლებში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, ეფექტიანი მმართველობისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფისთვის, 2020 წელს, ევროპის საბჭოს „ევროპის დიპლომი“ 10 წლის ვადით გადაეცა. ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის სამუშაო შეხვედრები, რომლის უმთავრესი მიზანია მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე არეალების, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიების და დაცული ტერიტორიების დაცვა, მართვის ეფექტიანობის გაზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, 2002 წლიდან იმართება და მასში მისი წევრი სახელმწიფოები იღებენ მონაწილეობას.
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)