10:58 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 17:05:48, 726 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის  ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა.- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მასში ოცდათერთმეტი ქვეყნის მსჯავრდებულთა ორმოცდასამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

"მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა მიულოცა. მანვე, N 5 ქალთა პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა და პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სპორტული მოედანი, სალონი, სამკერვალო, ტრენაჟორების დარბაზია განთავსებული. პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ  სხვადხასხვა სახელოვნებო თუ პროფესიულ პროგრამებს დაეუფლონ.

 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციაა. უწყების ხელშეწყობით ისინი სხვადასხვა შეჯიბრსა თუ სპორტულ აქტივობაში  პერმანენტულად მონაწილეობენ." -ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics