|
2021-10-15 19:51:54, 609 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა „მეხუთე ტალღის“ დასაწყისია
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსის შემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი. როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი. "სამწუხაროდ, ბოლო დღეებში დაფიქსირდა ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების. სულ რაღაც 3-4 დღეში 2 ათასიდან 5 ათასამდე აიწია. მართალია, დღეს 3200-ია, მაგრამ სავარაუდოდ, გუშინდელი დასვენების დღის გამო. მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს. ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? - ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის სად გათავდა „მესამე ტალღა“, სად გათავდება მეოთხე და როდის დაიწყება „მეხუთე ტალღა“. დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც „მეოთხე ტალღის“ შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ „მეოთხე ტალღა“ გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“, - განაცხადა ცერცვაძემ. მისივე თქმით, ვაქცინიის ის რაოდენობა რაც გვაქვს ეს ძალიან ცოტაა. „ საქართველოსი ხდება ამოუხსნელი რამ ძალიან ბევრი ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთერთი პირველები ვართ მსოფლიოში. ძალიან დიდი ძალისხმევით კლინიკური სექტორის ვახერხებთ, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული და მიიღოს სრული პაკეტი რაც სჭირება და სიკვდილინობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე ამ ფონზე, როცა შეიძლება გადავაჭარბოთ მეოთხე დოზას, ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის 2 მილიონზე მეტი ვაქცინა, ხუთ ასზე მეტი პუნქტი ამცრელი, ავტობუსები, კარდაკარ ჩამოვლითი და მობილური ბრიგადები დიდ სოფლებში და აცრითა რაოდენობა მერყეობს 4 ათაიდან 5 ათასამდე." - განაცხადა ცერცვაძემ
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)