|
2021-10-15 10:16:19, 441 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას
„ოცნების ქალაქში" ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. „საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მაცხოვრებელ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)