|
2021-10-13 18:39:32, 673 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი მობილური ჯგუფის შექმნაა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარებული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა. როგორც ნიკოლოზ ყოფშიძე აცხადებს, შეხვედრაზე განიხილეს მობილური ჯგუფების შექმნის საკითხი. "დამირეკეს სამინისტროდნ და მთხოვეს შევხვედროდი ამ კომისიის წევრებს . ამ შეხვედრის ძირითადი აზრი იყო, იმაში რომ შეგვექმნა მობილური ჯგუფი, რომელიც დააკვირდებოდა ბატონი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ დაგვჭირდეს სწრაფი მოქმედება. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მეც ისეთივე ინფორმაცია ვფლობ, როგორც თქვენ. იქ შევიდნენ ადვოკატები და მეუბნებიან, რომ სიტუაცია ცოტა დამძიმდა, იმასთან შედარებით, რაც გუშინ იყო" ,- განაცხდა ნიკოლოზ ყიფშიძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა, ჯანაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძს თხოვით მიმართა, რათა შექმნილიყო ექიმების ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის მეცამეტე დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)