|
2021-10-12 19:39:05, 954 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთში ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გააკეთეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხურვალეთი-ყარაფილას მონაკვეთზე, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან რამდენიმე ასეულ მეტრში ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები განაახლეს. ამავე ტერიტორიაზე გადის ბაქო-სუფსას მთავარი ნავთობსადენი. ხნულების შესახებ ინფორმაცია პირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა. მათი განცხადებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები განსაკუთრებით გააქტიურდენ. "მთავარი ავტობანიდან სულ რაღაც 380 მეტრში განაახლეს ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. თუმცა ეს ხნულები გამოიყენება. ე.წ. საზღვრის ანუ საოკუპაციო ხაზის მოსანიშნად. ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მთავრობა ეფლირტავება რუსეთს. იწყებს საუბარს 3+3-ის ფორმატზე. როდესაც შემოდის ინფორმაცია, რომ მთავრობა იწყებს მოლაპარაკებებს ალტერნატიული გზების გახსნაზე, იგულისხმება ლარსის და სამხედრო გზის ალტერნატიული გზის გახსნა",- განაცხადა დავით ქაცარავა.
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)