|
2021-10-12 17:19:20, 762 ნახვა
საზოგადოება
GDI - თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა 13 ოქტომბერს განახლდება
13 ოქტომბერს14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება საქმის არსებითი განხილვა კარტოგრაფების საქმეზე. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის(GDI) „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე და სხდომას, მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრებს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება, მათ ბრალდება 2020 წლის 8 ოქტომბერს წარედგინათ. კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)