|
2021-10-12 16:36:13, 918 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი დედა სიდონიამაც მოაწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ შექმნილ პეტიციას ხელი დედა სიდონიამაც მოაწერა. ამის შესახებ მან საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა. "ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს! არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ! წავიდნენ ისინი და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს წინ უნდა ვიყუროთ, წინ!" – წერს დედა სიდონია სოციალურ ქსელში. დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და შემოქმედელი მიტროპოლიტმა იოსებმაც. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა. ის უკვე მე-11 დღეა შიმშლობს.
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)