|
2021-10-11 11:15:19, 635 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. კლინიკა „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი მკურუალობას კლინიკაში აგრძელებს. „მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მაინც მძიმედ ფასდება მისი ძირითადი ტრავმებით და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლითაც შემოვიდა პაციენტი 3 დღის წინ. გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, პასუხობს სწორად შეკითხვებს, ასრულებს დავალებებს, ხოლო რაც შეეხება კვლევებს, იქაც მიღწეულია სტაბილიზაცია“, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ერთი ადამიანი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)