|
2021-10-09 17:48:07, 763 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ტრაგედიაზე - საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და პირებს თვითნებური სამუშაოებისთის ბრალი წარედგინათ
რაც შეეხება ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება ობიექტურ და სრულ პასუხს გასცემს. ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და პირებს თვითნებური სამუშაოებისთის ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადა. „პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს არის უდიდესი ტრაგედია ამ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ადამიანების გადარჩენას თავგანწირვით ცდილობდა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც ორი დღეა აქ იმყოფება და პირადად ხელმძღვანელობდა მაშველების და შესაბამისი უწყებების კოორდინაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, 9 დაღუპული გვყავს. ასევე, მაშველებმა მოახერხეს, გადარჩენილიყო მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოზარდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება ობიექტურ და სრულ პასუხს გასცემს. ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და პირებს თვითნებური სამუშაოებისთის ბრალი წარედგინათ“,- განაცახდა რიჟვაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)