11:31 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 14:17:46, 555 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გახარია ბოლივით აორთქლდა - მოღალატის პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექს-პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" აუცილებლად დაიშლება.

"გიორგი გახარიას, მოღალატის პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება. არჩევნების დასრულებიდან ორი დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე - მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და პირველ რიგში, თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics