|
2021-10-01 14:32:22, 673 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა
„იუსტიციის სახლი არის ადგილი, რომელშიც ადამიანი ყველაზე კარგად გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოს იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა. სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოშიც არის შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იმერეთის გუბერნატორთან ერთად წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა. რატი ბრეგაძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რომლის მხარდაჭერითაც წყალტუბოში იუსტიციის სახლის გახსნა გახდა შესაძლებელი. "როგორც მინისტრმა განაცხადა, იუსტიციის სახლი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის, არამედ არის ძალიან დიდი იდეა და დასძინა, რომ უწყების პრიორიტეტი სერვისების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდაა. ახლადგახსნილი იუსტიციის სახლის პირველი ვიზიტორები, რომლებმაც კოვიდბარათები აიღეს, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე იყვნენ. წყალტუბოს იუსტიციის სახლი რიგით 27-ეა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული. წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდა. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ. იუსტიციის სახლში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს."- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)