|
2021-09-30 11:50:47, 467 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ბოჟამში გზის რეაბილიტაცია გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დავით ქისიშვილი მიმდინარე სამუშაოს შესახებ ესაუბრა გზის მშენებელ შპს „ენ-დი როუდი“-ს ხელმძღვანელებსა და დასაქმებულ მუშებს. ასფალტის პირველი პირის დაგებამდე მომზადდა გზა, მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გზის გადამკვეთებსა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურების და საგზაო სამოსის მოწყობა. სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია. ჩვენი მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი ყველა გზის მოწესრიგება - აღნიშნა დავით ქისიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)