11:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 14:13:24, 406 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - პენიტენციური სამსახური არის სამაგალითო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით

პენიტენციური სამსახური არის სამაგალითო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. -
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ესკორტირების სამმართველოს  ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე პროფესიული დღე სისტემის თანამშრომლებს  იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ნიკა ცხვარაშვილთან ერთად მიულოცა.

რატი ბრეგაძემ სამსახურის ყველა  თანამშრომელს  წარმატებული საქმიანობისათვის  მადლობა გადაუხადა და  სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 450 თანამშრომელი წაახალისა.

პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებსა და მედპერსონალს გამოეცხადა  მადლობა. 

ასევე წახალისდნენ გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსა და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე 2015 წლიდან აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics