13:07 - 22 Jul, 2026
|
2021-09-29 11:10:16, 351 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობამ 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოაწესრიგა
დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო: დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსთან, რობაქიძის გამზირზე - დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-5 კორპუსის მიმდებარედ, ვანის ქუჩის N4-ის მიმდებარედ, ასევე, ბაქრაძის სანაპიროდან შალიკაშვილის ხიდთან ამოსასვლელ პანდუსსა და ეკლესიის მიმდებარედ. სამუშაოები, ჯამში, 3 900 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 800 ლარი გამოიყო. ამასთან, ასფალტის მოწესრიგება წერეთლის გამზირის N55-ში, N57-სა და N63-ში მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)