|
2021-09-29 11:10:05, 344 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ ქსოვრისში ახლადგახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას ახალ გარემოში გაუწევს. ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით და 2800 ბენეფიციარს მოემსახურება. ახალ ამბულატორიაში covid-19 -ის ვირუსის პრევენციის მიზნით, დაიწყო მოსახლეობის კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ახალი ამბულატორია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად მოინახულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)