|
2021-09-26 13:34:32, 533 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმში დევნილ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ ბათუმში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების გაკეთება აჭარასა და გურიაში, 2021 წლის 1 სექტემბრამდე, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. შემოსული დოკუმენტაცია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, ბინების რაოდენობა, რომელსაც ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)