|
2021-09-26 11:12:38, 519 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა
ახალციხეში საარქივო დოკუ მენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან და ეროვნული არქივის ხელმძღვანელთან თეონა იაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული შენობა 1962 წელს არის აგებული. შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით 3-სართულიანი არქივსაცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. ამჟამად შენობის საერთო ფართი 1300მ2-ია. გაიზარდა საცავის ფართიც და 850მ2 შეადგინა. ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების აქ დაცულ 139 100-ზემეტ საარქივო საქმეს ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს. საარქივო დოკუმენტებს შორისაა სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი ორგანოების, სახალხო კონტროლის, საფინანსო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, სახალხო განათლების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ დაწესებულებათა მასალა. შენობა სრულად აღიჭურვა გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით. მოქალაქეთათვის მოეწყო სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყო ეზო და მიმდებარე ტერიტორია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და ახალი საცავის მშენებლობის საწყის ეტაპზევე, მიწის სამუშაოებისას, აღმოჩნდა XVIII-XIX საუკუნის არქეოლოგიური ნაშთი - ძველი შენობის ფრაგმენტები, რომელიც დამთვალიერებლისთვის ღიაა. ნაგებობის ნაშთის კვლევასა და კონსერვაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნული სააგენტო აწარმოებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)