16:26 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 14:28:47, 352 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მდგრადი განვითარების ჯილდოს“ ვერცხლის პრიზიორია

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 62 ნომინაციიდან,  ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტსა და პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, კომპანია ხელს უწყობს ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდას თბილისში უსაფრთხო და საიმედო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს კომპანიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობით და ურბანული ტრანსპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დანერგვით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული ჯილდო მეორედ მოიპოვა. პირველად ეს ჯილდო მან 2017 წელს ინოვაციების კატეგორიაში მიიღო." - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics