|
2021-09-22 15:37:05, 353 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 47 ოჯახს გადასცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 000-ზე მეტ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ბინები, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ალბათ, ამის ნებაც არ იყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემების მოგვარება. ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ყველა ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. გულწრფელად მინდა მივულოცო ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)