|
2021-09-22 11:05:38, 507 ნახვა
საზოგადოება
რევაზ სოხაძე სამგორის რაიონში მაცხოვრებელ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა
რევაზ სოხაძე სამგორის რაიონში მაცხოვრებელ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე, დეპუტატობის კანდიტატმა დევნილებს კახი კალაძის 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ პროექტებს რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გახდა შესაძლებელი, რომ დევნილებს თბილისში ახალ აშენებულ კორპუსებში მიეღოთ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები, რაც მანამდე კანონმდებლობით იყო აკრძალული. ამის კარგი მაგალითია ე.წ. ჰუალინგის საცხოვრებელ კომპლექსში დაკმაყოფილებული 900-ზე მეტი ოჯახი. ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთ დევნილ ოჯახს დაუკანონდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე დევნილებმა მთავარ პრობლემად რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და სკვერების მშენებლობის, სახურავების გადახურვის და სადარბაზოების კეთილმოწყობის საკითხი დააყენეს და როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს რომ სამგორის რაიონის ბიუჯეტი გაიზარდოს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)