|
2021-09-21 11:14:33, 447 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივი ბიოწარმოების, მეცხოველეობისა და რძის სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, ფერმერთათვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერისა და აგრარულ სფეროში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მეცხოველეობისა და რძის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რომელმაც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საქართველოში პირველად, კლიმატური კატასტროფების მართვისა და ადრეული შეტყობინების სისტემა დაინერგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ბერნში დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი, სადაც ლევან დავითაშვილი და შვეიცარიის გარემოს დაცვის მინისტრი, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განმახორციელებელ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)