|
2021-09-20 16:05:26, 556 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ გავიმარჯვებთ ხალხთან ერთად და არა ცალკე აღებული რომელიმე მედიასთან ერთად ან რომელიმე ბელადის მოლოდინში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე კვლევის შედეგების მიმართ ოპოზიციური პარტიების უნდობლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის პერსპექტივები იმდენად მძიმეა, რომ ბუნებრივია უნდობლობას გამოუცხადებენ ყველა კვლევას, რომელიც ჩატარდება და რომელიც მათ საწინააღმდეგო შედეგს აჩვენებს. რიჟვაძის თქმით, 2 ოქტომბერი შორს არ არის და კანდიდატებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „დაველოდოთ, 2 ოქტომბერი არ არის შორს. მინდა ჩვენი მერობის კანდიდატებს მოვუწოდო მოსახლეობასთან მეტი შეხვედრებისკენ, აქტიური კომუნიკაციისკენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ ხალხთან ერთად და არა ცალკე აღებული რომელიმე მედიასთან ერთად ან რომელიმე ბელადის მოლოდინში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)