19:59 - 22 Jul, 2026
|
2021-09-20 13:32:49, 719 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25 სექტემბრამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17º, +22º, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +20º, +25º-მდე დაიკლებს. თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29º, +31º, ხოლო 22-24 სექტემბერს +23º, +25º გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)