|
2021-09-15 20:40:48, 543 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.-ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ასრულებს. პროექტით დაგეგმილია: ჭაბურღილის, წყალსადაწნეო კოშკის, 50 მ3 რეზერვუარის, წყალსადენის მაგისტრალის, შიდა ქსელის, საქლორატოროს და სანიტარული ღობის მოწყობა. პროექტის ღირებულება 207 400 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სოფელში შიდა დაქსელვა დღემდე არ არსებობდა, მოსახლეობა ძირითადად ჭებითა და წყაროებით სარგებლობდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ - აღნიშნა იოსებ მარღიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)