|
2021-09-15 20:08:39, 572 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხის“ ოპერატორი ქარელში „ ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს
ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.- ამის შესახებ ინფორმციას „მთავარი არხი „ ავრცელებს. მათივე ცნობით, ოპერატორი ლევან აბლოთია ჟურნალისტ ბექა ყორშასთან ერთად იმყოფებოდა გადაღებაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულ ფაქტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. გვარამიას განცხადებით, აბლოთია ოცნების წევრებმა გადმოაგდეს მეორე სართულიდან. „მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს. ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა? ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream." -წერს ნიკა გვარამია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)