|
2021-09-15 17:58:26, 508 ნახვა
საზოგადოება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მგლის დატყვევებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს - სამართალდამრღვევის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე. მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი, საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარეული ცხოველის კონფისკაცია მოახდინეს. მგელს ცხვარიჭამიაში, ცხოველთა თავშესაფარში დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე მიაბარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)