23:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 13:32:03, 470 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძემ თურქეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა

ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფო სერვისების შემდგომი განვითარება - რატი ბრეგაძემ თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამინისტროს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება გააცნო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა. აბდულჰამიტ გიული  საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მჭიდრო კავშირი მრავალ სფეროში წარმატებული პარტნიორობის საფუძველია.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიტ გიული  სამინისტროს    10-წლიანი განვითარების  გეგმითაც დაინტერესდა და უწყების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 2021-2024 წლებისთვის სამინისტროებს შორის პარტნიორობის  ერთობლივ პროგრამას განსაზღვრავს. 

მოგვიანებით, რატი ბრეგაძემ და აბდულჰამიტ გიულმა თბილისის იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სახლის საქმიანობას გაეცნო და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

აბდულჰამიტ გიულმა რატი ბრეგაძეს ინფორმაციის გაცვლისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პარტნიორობისთვის მზაობა გამოთქვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics