|
2021-09-15 12:02:15, 417 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილი - რომ არა კახა კალაძის ურყევი ნება დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრებისა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტების განხორციელება
„ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და განხორციელების ფაზაში გადავდივართ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნულ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ცენტ პოინტის“ დაზარალებულების პრობლემა კახა კალაძის დავალებით და საქართველოს მთავრობასთან მისი პირდაპირი კოორდინაციით გადაიჭრა. „დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ცენტ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და განხორციელების ფაზაში გადავდივართ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ დროულად დასრულდეს ეს პროექტები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო. განსაკუთრებული მადლობა კახა კალაძეს. რომ არა მისი ურყევი ნება დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრებისა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა. ილია ელოშვილის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება. „რაც შეეხება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერას, თქვენ გახსოვთ, რომ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭლის პრინციპი - არ არსებობდა პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები. დღევანდელ მემორანდუმში თითოეული ობიექტის მიხედვით, განსაზღვრულია დასრულების ვადები, რომლის შესრულების გარანტორი თბილისის მერია არის. მემორანდუმში მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი არის ე.წ. სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიები, მეორე - საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები. აღნიშნულ მემორანდუმს დაზარალებულებს საინიციატივო ჯგუფი გააცნობს, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამომავლო მონიტორინგისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი გახდება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)