|
2021-09-15 00:47:13, 659 ნახვა
საზოგადოება
ჩანაწერების ფიგურანტი: ვიცი, რომ ისმენდნენ, ეს სახელმწიფო საშიშროების სამსახურია
ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ტელეკომპანია პირველთან საუბარში ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, მისი და მისი ძმის, მამა დავით ჭინჭარაულის საუბარიც არის. "ვიცი, ვიცი, ისმენდნენ. ისმინონ, რა, ცუდს რას ვამბობ? დასამალი მე არაფერი არ მაქვს. დავითს ველაპარაკე მაშინ, მაშინ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ვთხოვეთ დახმარება. როგორც გამოიკვეთა, უფრო სუსი არ არის, უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა". - ამბობს ის. გავრცელებულ მასალებში წერია: "მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწეს, აქრიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს თავისმა ძმამ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჭინჭარაულმა აცნობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარედ მისთვის უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები და გამართეს ე.წ. ბაზრობა. მიმდინარე წლის 13 მაისს დ. ჭინჭარაული ესაუბრა ირაკლი კობახიძეს და სთხოვა არსებული მდგომარეობის მოგვარებაში დახმარება".
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)