|
2021-09-14 18:33:59, 338 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - „ფრეიზერის ინსტიტუტის” რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დაცული არის საკუთრების უფლება
„სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა" - „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის განმარტებით, ეს მაჩვენებელი მთავრობის ეფექტიანად მუშაობის შედეგია. „ ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური ინდექსის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა მუშობს ეფექტიანად, საქართველოში დაცული არის საკუთრების უფლება და შექმნილია ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. ამგვარი დაწინაურება რა თქმა უნდა მოიზიდავს დამატებით ინვესტორებს, რაც შექმნის კიდევ უფრო მეტ დასაქმების ადგილებს და შესაბამისად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას." - განაცხადა რატი ბრეგაძემ. „ფრეიზერის ინსტიტუტის" „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)