|
2021-09-14 18:26:25, 354 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა ის რადიკალური რევანშისტული ძალა, რომლის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა ყველაფერს შეეხო
დღეს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა ის რადიკალური რევანშისტული ძალა, რომელიც ყველაფერს კადრულობს და მათი პროპაგანდისტული, სიცრუის მანქანა ყველაფერს შეეხო, ყველა ინსტიტუციას, ეკლესიას, პატრიარქს, ჯარს, პოლიციას, სასამართლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ არ დატოვეს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც არ მოხვდა ამ პროპაგანდისტული მანქანის ყურადღების ქვეშ. "ჩვენ კარგად გვესმის, რომ არჩევნების პერიოდია და ამ დროს, მღელვარება და შფოთვა განსაკუთრებულია. ვიცი, რომ ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ რომ, ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან და დამარცხდებიან, რა თქმა უნდა, 2 ოქტომბერს ყველგან, ყველა ქალაქში, იმიტომ რომ, ჩვენ, ჩვენი საქმით ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული. ჩვენი მთავრობა არის ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება. მე არ ვამბობ, რომ ვართ უშეცდომონი და ვართ იდეალურები. რა თქმა უნდა, არც ერთი მმართველი, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს, რომელსაც არ მოსდის შეცდომები. ჩვენ, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ ყველაფერს და მივდივართ წინ", - განაცხადა პრემიერმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)