|
2021-09-14 16:39:06, 417 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის ომბუდსმენი იუსტიციის მინისტრს შეხვდა - უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს
„უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს", – ასე შეაფასა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. რატი ბრეგაძემ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარს პენიტენციური დაწესებულებების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიული ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ ყველა ინიციატივა ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვაზეა ორიენტირებული. უკრაინის დელეგაცია განსაკუთრებით პატიმართა დასაქმებისა და რესოციალიზაციის პროექტით დაინტერესდა. ლუდმილა დენისოვას განცხადებით, აღნიშნულ პროექტს უკრაინის იუსტიციის მინისტრს გააცნობს და უკრაინა საქართველოს გამოცდილებას აუცილებლად გაიზიარებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასაც, რომლებიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდიან სასჯელს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა უკრაინის ომბუდსმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლუდმილა დენისოვამ რატი ბრეგაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ინტენსიური პარტნიორობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)