|
2021-09-14 15:25:43, 544 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგებში, მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო
ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა ის საფუძველი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას; ახლა ძალიან კარგი ტენდენციაა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაური „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. „დღეს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგები „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგებში, მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო მთელს მსოფლიოში. ამ დროს გამოდიან და ურცხვად, უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას და მართლაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან. დიახ, მათთვის 2 ოქტომბერს მართლაც იქნება აპოკალიფსი, რადგან კიდევ ერთხელ წააგებენ სასტიკად ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი. ჩვენ ხალხს ვპირდებით განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას და ამას ვერავინ აღუდგება წინ, ვერავითარი მტერი, შიდა თუ გარე ძალები", - აღნიშნა პრემიერმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)