|
2021-09-14 13:31:52, 742 ნახვა
საზოგადოება
გავრცელებული კრებსის მიხედვით, სიონის წინამძღარი ფინანსთა სამინისტროს ახალი მანქანის შესაძენად 21 400 აშშ დოლარის გამოყოფას სთხოვს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარულად გავრცელებული ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, გიორგი ზვიადაძე მიმართავს ფინანსთა სამინისტროს, რომ გამოუყონ თანხა ახალი ავტომანქანის შესაძენად. კერძოდ, ზვიადაძის დავალებით, თბილისის სასულიერო სემინარია მიმართავს ფინანსთა საინისტროს, რათა აკადემიის ბიუჯეტითის განკუთვნილ თანხაში გათვალისწინებული იქნას დამატებით (21 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რაც ზვიადაძისთვის ახალი ავტომანქანის შეძენის საფასურია. ამასთანავე, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ზვიადაძეს მძღოლთან ერთად შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც დაზიანდა სემინარია-აკადემიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა. არსებული ინფორმაციით, ზვიადაძემ შეიძინა 2017 წელს გამოშვებული ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“. ცნობისთვის, ვებ-გვერდზე, რომელზეც აღნიშული დოკუმენტები იყო ატვირთული პირდაპირი წვომა საქართველოდან, ამ მომენტისთვის, შეზღუდულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)