|
2021-09-14 12:46:09, 513 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დევი ტაბიძე აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელია ვაქცინაცია. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცრელ პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს საკლარო ოთახში შესვლის უფლება. „ხვალ-ზეგ სწავლა იწყება. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება და ის საკლასო ოთაახში შევა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის არის ოფციალურად საშიში ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ვიცით, რომ „დელტა“ შტამი ერთ-ერთი ისეთი ვირუსია, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფით გალენას იწვევს. ვაქცინაცია სასწავლო პროესის დასაწყებად აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის თუ უნივერსიტეტების პედაგოგი, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება,მას არ უნდა ჰქონდეს უფლება საკლასო ოთახში შევიდეს. ვთვლი, რომ მთელი „სტაფი“ უნდა იყოს აცრილი, აქ შედის ტექნიკური პერსონალი, დაჯარი და ა.შ“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)