|
2021-09-13 20:20:18, 654 ნახვა
საზოგადოება
ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები დღეში 2 უფასო მგზავრობით ისარგებლებენ
სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას თიბისის მოსწავლის ბარათს გამოიყენებენ, სპეციალური საშეღავათო ტარიფით, კერძოდ, დღეში ორი უფასო მგზავრობით ისარგებლებენ. -ინფრომაციას "თიბისი" ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სიახლე ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ფოთის სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის თიბისის ფოთის ფილიალებში გაცემულ ყველა მოსწავლის ბარათზე მოქმედებს. შეღავათი ეხება მხოლოდ ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტს. "მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, შესაძლებლობა ექნებათ რომ ყოველი 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ 2 უფასო მგზავრობით ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში. მათ, ვისაც სურთ აღნიშნული საშეღავათო ტარიფით სარგებლობა და თიბისის მოსწავლის ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ფოთის ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, 2 სამუშაო დღეში ამოქმედდება. ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის აგვისტოდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის."-ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)