00:06 - 23 Jul, 2026
|
2021-09-13 14:27:38, 393 ნახვა
საზოგადოება
წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, რეაბილიტაცია წავკისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას ჩაუტარდა. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 500 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა. ქუჩაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომლის არარსებობაც, უხვი ნალექის დროს საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას აფერხებდა. საგზაო სამუშაოები კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)