|
2021-09-13 11:58:32, 376 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, მეტროს 40 ვაგონი დაემატება, 52 - კაპიტალურად შეკეთდება, 10 მეტროსადგური რეაბილიტირდება
თბილისის მერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატის კახა კალაძის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება, 52 ვაგონი კაპიტალურად შეკეთდება, ხოლო 10 მეტროსადგური სრულად რეაბილიტირდება - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თბილისის მეტროს დაემატება 40 ახალი ვაგონი, კაპიტალურად შეკეთდება 52 ვაგონი, გაუმჯობესდება უსაფრთხოების დონე, „ახმეტელი-ვარკეთილის" ხაზზე კი მგზავრთტევადობა 25%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიმდინარეობს მუშაობა და დასრულდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროგრამა. ხმალაძის განმარტებით, ეს არის 60 მილიონ ევროს ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 10 მეტროსადგურს. ესენია: „გურამიშვილი"; „სადგურის მოედანი" 1,2,3; „სარაჯიშვილი"; „მარჯანიშვილი"; „თავისუფლების მოედანი"; „300 არაგველი"; „რუსთაველი"; „ისანი"; „წერეთლის გამზირი"; „ნაძალადევი". ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით, ამოქმედდება ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა: ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი. თბილისის ვიცე-მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, საბაგიროსთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოეწყობა ორი ახალი საბაგირო დერეფანი: ისანი - მეტრომშენი - ვაზისუბნის ტერიტორიული დაფარვით და სარაჯიშვილი - ზღვისუბნის ტერიტორიული დაფარვით. მათი მშენებლობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება. გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დაგეგმილია მთაწმინდის საბაგიროს სამშენებლო სამუშაოების დასრულება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)