|
2021-09-11 10:38:12, 528 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული შტამპის გამოყენების ნერგავს
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ქართულ ფინანსურ სივრცეში, კიდევ ერთ უნიკალურ სერვის ნერგავს. ეს არის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტების დამოწმება როგორც ბანკის აგრეთვე მომხმარებლების მხრიდან. საწყის ეტაპზე პროდუქტი განკუთვნილია საქართველოს მოქალაქე იურიდიული და ინდ.მეწარმე ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე საბანკო გარანტიების გასაცემად. ეტაპობრივად ეს ტექნოლოგია გავრცელდება სხვა სერვისებზეც. ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა თიბისის ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ფუნქციონალის გამოყენებით მარტივდება ტრადიციული საბანკო სერვისი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელშეკრულება დისტანციურად გააფორმოს, დაზოგოს დრო და ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადოს.
პროდუქტით სარგებლობას შეძლებენ ბიზნესის დამფუძნებლები და დირექტორები (ხელმომწერი პირები), რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში და ხშირად იყენებენ გარანტიის სერვისს. ელექტრონული ხელმოწერითა და შტამპით სარგებლობა მოსახერხებელი იქნება ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესებისთვისაც; ასეთ ორგანიზაციებში კარგად იციან ელხელმოწერის სერვისი და მათი უმრავლესობა უკვე იყენებს ელხელმოწერის ფუნქციას. პანდემიის პერიოდში, მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თიბისი ცდილობს მინიმუმამდე შეამციროს ფილიალებში ფიზიკური ვიზიტების რაოდენობა. რაც სწორედ ელხელმოწერის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ფიზიკური პირის მიერ კვალიფიციური ელხელმოწერის განსახორციელებლად საჭიროა:
იურიდიული პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასასმელად საჭიროა:
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)