|
2021-09-11 10:27:45, 350 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია - შეხვედრებს ვიყენებთ უდიდესი გამოწვევის ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მისასალმებელია, რომ მოსახლეობის ჩართულობა დღითიდღე იზრდება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, დღეს, რიყის, ტყაიისა და ზედაეწერის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს ამ სოფლებსა და მთლიანად მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი გეგმები გააცნო. როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, სოფლებში ძირითადი ინფრასტრუქტურა მოგვარებულია. ხოლო ის პრობლემები, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოიკვეთა უახლოეს ხანებში, მისი მოგვარების გეგმები დაისახება. „ვაგრძელებთ შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამჟამად ჩვენ შევხვდით რიყის, ტყაიისა და ზედაეწერის მოსახლეობას. გავაცანით ჩვენი ხედვები მუნიციპალიტეტის განვითარების თაობაზე. კარგია, რომ ამ სოფლებს ძირითადი ინფრასტრუქტურა მოგვარებული აქვს. ზედაეწერში გამოიკვეთა წყლის მიწოდების პრიორიტეტი, რომელსაც უახლოეს ხანებში დაგეგმავს მუნიციპალიტეტი და განახორციელებს შესაბამის პროექტებს, ხოლო ტყაიასა და რიყეში ძირითადად დგას შიდა საუბნო პერიფერიული გზების მოწესრიგების საკითხი და ჩამოვყალიბდით აქაც რამდენიმე პრიორიტეტზე. დღევანდელი შეხვედრა ჩვენ გამოვიყენეთ ასევე უდიდესი გამოწვევის ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მისასალმებელია, რომ მოსახლეობის ჩართულობა დღითიდღე იზრდება"-განაცხადა მამუკა წოწერია. შეხვედრებზე მერობის კანდიდატთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია ესწრებოდნენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)