|
2021-09-10 20:16:05, 616 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.-ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. "ასევე, პრემიერ-მინისტრმა დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 160 140. 54 ლარს შეადგენს. მთავრობის მეთაურთან ერთად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ."-ნათქვამია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)