21:37 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 17:55:36, 326 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი

იმაში, რომ „ქართული ოცნება" ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ჩვენს ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.

„ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი გვექნება საშუალება, ამოვისუნთქოთ და რეალურად საქმეზე მოვახდინოთ კონცენტრირება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, რაც მთავარია დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, რომ მართლაც გამორჩეული არჩევნები ჩავატაროთ. გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics