|
2021-09-10 14:37:28, 335 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში „დეკანტერი" ქართული ღვინის სარეკლამო სტატია დაიბეჭდა
მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის ჟურნალ „დეკანტერის" ოქტომბრის ნომერში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „თიბისი" ბანკის ერთობლივი მხარდაჭერით, საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების შესახებ დაიბეჭდა სტატია სათაურით: „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა". სტატიაში საუბარია ქართული ღვინის კულტურის 8 ათასწლიან ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, „იუნესკოს" მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებაზე და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებზე. სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: „ასკანელი ძმების" მუზა „თბილღვინოს" ქვევრის რქაწითელი, „ბადაგონის" ალავერდის ტრადიციები, „ქართველის" საფერავი ქვევრი, „შატო მუხრანის" ქვევრის საფერავი 2017, „მარნისკარის" შატო ნეკრესი- სანავარდო და „კორპორაცია ქართული ღვინოს" აკიდო - წინანდალი. "დეკანტერი" არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ჟურნალი, რომელიც 100-მდე ქვეყანაში იყიდება. „დეკანტერის" ექსპერტები ყოველწლიურად რეკომენდაციას უწევენ ათასობით ღვინოს, მას კითხულობენ ღვინის პროფესიონალები, მოყვარულები, კოლექციონერები და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)