|
2021-09-10 13:11:08, 393 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებები განიხილა
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. ამჯერად მან შეხვედრა ვერის მოსახლეობასთან ალექსი მაჭავარიანის ქუჩაზე გამართა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი, რომელიც უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებით გაგრძელდება. ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აცრა მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც დაინფიცირების, ასევე, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკს და დღეს ის პანდემიისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით, რეგულარულად გამართავს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)